C

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სხ
სრუ

სრული გარდაქმნა

იგივე სრული მეტამორფოზი. მწერებში შედგება 3 ფაზისაგან. კვერცხიდან გამოიჩეკება ლარვა (მატლი), რომელიც გარდაიქმნება ჭუპრად, შემდეგ კი იმაგოდ. სრულ მეტამორფოზს თან ახლავს ლარვის ორგანოებისა და ქსოვილების დაშლა და ღრმა ცვლილებები განვითარებადი ორგანიზმის აგებულებაში. ახასიათებთ პეპლებს (მაგ., თუთის აბრეშუმხვევიას). სრული გარდაქმნა აღინიშნება ზოგიერთ ხერხემლიანშიც (მაგ., ამფიბიებში).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9