გავრცელებულია ხმელეთის უფრო მაღალგანედურ ნაკვეთებზე არქტიკისა და ანტრაქტიდის ცივი არიდული უდაბნოს კლიმატის პირობებში (ნალექები არ მოდის, ან უმნიშვნელოა); მცენარეული საფარი ძირითადად დაბალტანიანია (წყალმცენარეები, მღიერები); განვითარებულია ყოველგვარ ქანზე. ამ ნიადაგების პროფილი წარმოადგენს მცირე სისქის არადიფერენცირებულ მინერალურ მასას, რომელიც დაფარულია წყალმცენარეების ან ქვიანი, უდაბნოს პანცირების თხელი ქერქით. რეაქცია სუსტი ტუტე ან ტუტეა. ხშირად გვხვდება ადვილად ხსნადი მარილები. ჰუმუსის შემცველობა უკიდურესად მცირეა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.