(ყვითელმიწა გაეწრებული, ეწერიან-ყვითელმიწა, ცრუ ეწერი) - ნიადაგის ტიპი, განვითარებული ტენიანი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში; ხასიათდება შემდეგი ჰორიზონტებით A₁ - ტყის მკვდარი საფარი, A₁ A₂ - ჰუმუსიან-ელუვიური, A₂ - ელუვიური, B - ილუვიური, რომლებიც გადადიან ნიადაგწარმომქმნელ ქანზე. ნიადაგის ზედა ჰორიზონტები გაღარიბებულია ლექით და ერთნახევარი ჟანგეულებით; გაცვლითი ტენიანობა დაქვეითებულია აქვს; ატარებს ფერალიტიზაციის ნიშნებს. A₂ ჰორიზონტში გაზრდილია SiO₂ – ის რაოდენობა. მისი ქვეტიპებია: არამაძღარი (წარმოქმნილი მეტწილად მჟავე ქანებზე) და სუსტად მაძღარი ეწერები (უმეტესად ფუძე ქანებზე).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.