მონერალები, რომლებიც ქანში გვხვდება თაბაშირის (CaSO₄ – 2H₂O) ან ანჰიდრიდის (CaSO₄) სახით. ეს შენაერთები სულფატების შედარებით მტკიცე სახეებია. წყალში ხსნადი სულფატები წარმოდგენილია მირაბილიტის (Na₂ SO₄-10H₂O) და კაინიტის (KCI-MgSO₄-3H₂O) სახით. იქ, სადაც ნიადაგი დამლაშებულია, განსაკუთრებით მშრალი ჰავის რაიონებში, სულფატებთან ერთად გვხვდება ქლორიდებიც ჰალიტის (NaCI) სილვინიტისა (KCI) და სხვა მარილების სახით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.