C

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სხ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტოლბური

L. (Phytoplasma)
ფიტოპლაზმური ავადმყოფობაა: აავადებს პომიდორს, ბადრიჯანს, წიწაკას, კარტოგფილს და ზოგიერთ სარეველა მცენარეს. ანთოციანის პიგმენტის წარმოქმნის შედეგად ახალგაზრდა ყლორტები და მცენარის წვერი მოწითალო ან იისფერი შეფერილობისაა. სტილბურის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება ყვავილებსა და ნაყოფებზე. ჯამის ფოთოლაკებზე ისინი მსხლის ფორმას იღებენ. სამტვერე პარკი ხმება. ბუტკოს მილი შემოკლებული და დამახინჯებულია. ყვავილის ფურცლები პატარავდება და მწვანდება. ასეთი ყვავილებიდან ნაყოფები არ ვითარდება. ავადმყოფობის ინკუბაციური პერიოდი 30 დღემდეა. ის ძლიერ ვითარდება მაღალი ტემპერატურის პირობებში. ამიტომ ახშირებულ ნათესებში ავადმყოფობა ნაკლები სიძლიერითაა. ავადმყოფობა თესლით არ გადადის, ინახება მრავალწლოვან სარეველებზე და ვრცელდება თრიფსით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9