მიკრომორფოლოგიაში ნიშნავს ბუნებრივ რთულ ნიადაგურ ერთეულს, წარმოქმნილს ელემენტარული ნიადაგური ნაწილაკებისაგან ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური პროცესების გავლენით მათი ორგანული და არაორგანული (კოლოიდური) ნივთიერებების შეწებებით. აგებულების მიხედვით განასხვავებენ მარტივ (შედგება ელემენტარული ნაწილა კებისაგან) და რთულ (შედგება მიკროაგრეგატებისაგან), ფორმის მიხედვით - დაკუთხულ (დასკდომის ერთეულები), ფირფიტესებრ (ფურცლოვანი, ფენოვანი, წრისებრ (მათ შორის იოდი) და არასწორი ფორმის აგრეგატებს, ზომის მიხედვით - ბელტს (10 მმ - ზე მეტი ზომის ერტეულები), კოშტებს (0,25 – 10 მმ ერთეულიები) და მტვერს (025 მმ -ზე ნაკლებდიამეტრიანი).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.