ტენიანი სუბტროპიკული ზონის ნიადაგების საერთო ფართობი ნახევარმილიონ ჰექტარს აღემატება - 546000 ჰა, მის საფარში ყველაზე მეტი ფართობი უკავია ყვითელმიწა, ეწერ-ყვითელმიწა, ეწერიან-ყვითელმიწა ნიადაგებს - 317600 ჰა, შემდეგ ადგილზეა წითელმიწა, წითელმიწა-აეწერებული და წითელმიწა - გაეწერებულ-ლებიანი ნიადაგები - 225800 ჰა, ჭაობიანი ნიადაგებიდან მინერალური ჭაობიანი ნიადაგების ფართობი - 130500 ჰა, თითქმის ორჯერ აღემატება ორგანულ (ტორფიან) ჭაობიანი ნიადაგები - 70600 ჰა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.