C

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტემ ტენ ტერ ტეს ტექ

ტენსო - კოკტეილი

უნიკალური სასუქია მიკროელემენტების დეფიციტის კომპენსაციისათვის. ის სწრაფად და მთლიანად იხსნება წყალში. შეთავსებადია წყალში ხსნად სხვა სასუქებთან, პესტიციდებთან. გამოიყენება ფესვგარეშე გამოკვებაში, დაწვიმებით და წვეთოვან რწყვაში, თესლის შესაწამლად. ქიმიურად სუფთა ნივთიერებაა, შემადგენლობა მთლიანად პასუხობს მცენარის ბუნებრივ მოთხოვნებს.

განსაკუთრებული თვისებები:

1.აძლიერებს დაავადებებისა და არახელსაყრელი კლიმატის პირობების მიმართ მცენარეთა წინააღმდეგობის უნარს.

2. უზრუნველყოფს მცენარეთა ბალანსირებულ კვებას მიკროელემენტებით. თესლის შესაწამლად გამოიყენება 100 – 150 გრ ერთ ტონაზე. შემადგენლობა: B – 0,52%, Ca – 2,57%, Cu – 0,53%, Fe – 2,10%, Mn 2,575%, Mo – 0,13%, Zn – 0,53%. ხეხილის ბაღებში ფესვგარეშე გამოკვებაში გამოიყენება 1,2 – 2,0 კგ/ ჰა. მორწყვასთან ერთად - 10 კგ/ჰა.250 ლიტრ წყალში. ბოსტნეულში - 0,5 – 1,0 კგ/ჰა. მორწყვისას 150 ლიტრ წყალში. ფესვგარეშე გამოკვებისათვის ტენსო-კოკტეილის აღნიშნული რაოდენობა იხსნება 800 – 1000 ლიტრ წყალში.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9