ფართო გაგებით საფეხურების მსგავსი რელიეფი ცოტად თუ ბევრად ჰორიზონტალური ზედაპირით; იგი ან შეჭრილია მთის ფერდობზე, ან მდინარეთა ხეობების მომიჯნავეა. სოფლის მეურნეობაში ტერასა ნიშნავს მიწის ნაგებობას, რომელიც შექმნილია ციცაბო ფერდობზე ნიადაგის ჰიდროლოგიური რეჟიმის შეცვლის, ეროზიის თავიდან აცილებისა და სოფლის მეურნეობაში მიწების რაციონალური გამოყენების მიზნით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.