C

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტიპ ტირ ტიტ

ტირიფის ნაყენი

შემოტანილია „ფრანსუა ბუშეს“ (მიერ მრჩეველი ბიოდინამიურ საკითხებში). ტირიფის ნაყენი გამოყენებულია მევენახეობაში როგორც პრევენციული საშუალება ჭრაქის წინააღმდეგ. ტირიფი შეიცავს სალიცინის მჟავას რომელიც არის რეგულატორი და მცენარის მედიატორი სითხურ სფეროსთან, განსაკუთრებით სიცივის მიერ მცენარის წვენის ბლოკირების შემთხვევაში. საუკეთესოა თუ გამოვიყენებთ ერთწლიან ყლორტების ქერქს რადგან ის მდიდარია აქტიური ნივთიერებებით. მისი აღება საუკეთესოა გაზაფხულზე ყვავილობის პერიოდში რადგან მცენარე ამ დროს შეიცავს ყველაზე მეტ სასარგებლო აქტიურ ნივთიერებებს. (თებერვლიდან აპრილამდე სანამ დაიწყება ფოთლების გაშლა). უნდა ავიღოთ 50 გრამი გამშრალი ქერქი ან 100 გრამი გამხმარი ყლორტები დაფშხვნილი ნაწილებად საფქვავით ან დანით დაჭრილი. ან 500 გრამი ნედლი ტოტები, რომლებიც უნდა ჩავყაროთ 4 და 5 ლიტრამდე წყალში უნდა იხარშოს 15-20 წუთი, (65 გრადუსამდე). შემდეგ სითხე განზავდება 35-45 ლიტრ წვიმის წყალში შესასხურებლად ან შეურევთ ავზში სხვა პრეპარატებთან, კარგ შედეგს იძლევა ტირიფის ნაყენის გამოყენება ჭინჭრის ნაყენთან. (სპილენძი ან სპილენძის შემცველი პრეპარატები: მიკოზინი ან ulmasud ან სხვები) შეგვიძლია გამოვიყენოთ ტირიფის მრავალი სახეობა მტირალა ტირიფი და სხვა განიერფოთლიანი ტირიფები არ გამოდგება ნაყენის დასამზადებლად. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა მცენარეებთან ნაზავში და განსაკუთრებით ჭინჭართან. ყველა აქ ხსენებული მცენარის ნახარში ცალკე და ასევე მათი ნაზავიც ვერ გვიშველის რომ თავიდან ავიცილოთ სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული ზარალი ვენახისთვის და ხეხილის ბაღისთვის ამ შემთხვევაში ამ ნაზავებს უნდა დაემატოს მცირე რაოდენობით სპილენძი და გოგირდი, რომ მივიღოთ კარგი შედეგი.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9