C

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტიპ ტირ ტიტ

ტიპი ნიადაგისა

ნიადაგის კლასიპიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული. მასში გაერთიანებული ნიადაგები ვითარდება ერთ ტიპურ ბიოლოგიურ, კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში. მათთვის დამახასიათებელია: ორგანული ნივთიერებების შემოსვლისა და გარდაქმნა-დაშლის პროცესების, მინერალური მასის დაშლისა და მინერალურ-ორგანული ახალქმნილების სინთეზის, ნივთიერებათა მიგრაციის და აკუმულაციის ხასიათის, ნიადაგის პროფილის აგებულების, ნაყოფიერების ამაღლებისა და შენარჩუნებისათვის საჭირო ღონისძიებების ერთტიპურობა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9