გაერთიანებული არიან ფეხსახსრიანთა (Artropoda) ტიპში, ქელიცერიანების (Ghelycerata) ქვეტიპში, ობობასნაირთა კლასსა (Arachnida) და ტკიპების ქვეკლასში. ტკიპების შემსწავლელი მეცნიერება აკაროლოგია, იყოფა დარგებად: სამედიცინო, სავეტერინარო, სატყეო და სასოფლო-სამეურნეო აკაროლოგია. ტკიპების სხეული თავის, მკერდისა და მუცლის ნაწილებად არ იყოფა, არამედ ქმნის განყოფილებებს ანუ ტაგმებს: გნათოსომა (პირის ორგანოების კომპლექსი), პოდოსომა (სადაც განლაგებულია კიდურები) და ოპისტოსომა (იდიოსომის ის ნაწილი, რომელიც თავისუფალია კიდურებისაგან). მათ ულვაშები არ გააჩნიათ. ტკიპები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან: ოთხფეხა (ტეტრაპოდილისებრი) და რვაფეხა (ტეტრანიქისებრი) ტკიპები. მათ გააჩნიათ ორი ტიპის გნათოსომა: მჩხვლეტ–მწუწნი და მღრღნელი. პირველი ახასიათებს მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის მავნე სახეობებს, მღრღნელი კი – ბეღლისა და მტაცებელ ტკიპებს. ოთხფეხა ტკიპებში განასხვავებენ ახდილად მცხოვრებ და მეგალე (გალების მკეთებელი) ფორმებს. ახდილად მცხოვრებია პომიდორია ჟანგა ტკიპა, ნივრის (ტიტას) ციტრუსოვანთა ვერცლისფერი და თუთის ოთხფეხა ტკიპები. მეგალე ფორმებს მიეკუთვნებიან ვაზის მეგალე, კაკლის ქეჩიანი, მსხლის მეგალე, კაკლის მეჭეჭიანი ტკიპა და სხვა სახეობები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.