C

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოლ ტოპ ტორ ტოქ

ტოპოგრაფიული რუკა

მსხვილმასშტაბიანი ზოგადი გეოგრაფიული რუკა, რომელზეც დეტალურად არის გამოსახული ადგილის ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ობიექტები მათთვის დამახასიათებელი თვისებრივი და ოდენობრივი მაჩვენებლებით. სხვაგვარად, დონებრივ ზედაპირზე დაგეგმილებული ადგილის შემცირებული გამოსახულება ქაღალდზე, რომელზედაც აღნიშნულია წვლილადების კონტურები და რელიეფი. ტოპოგრაფიულ რუკაზე აისახება ტერიტორიის რელიეფი, მდინარეები, ხევები, რელიეფის სიმაღლეები და ტერიტორიის სხვა თავისებურებები. ტოპოგრაფიულ რუკაზე ასევე შესაძლოა დატანილი იქნეს საკადასტრო ინფორმაცია, რაც საშუალებას იძლევა რუკაზე დაფიქსირდეს ნაკვეთის ზუსტი კონტურები. ტოპოგრაფიული რუკაზე შესაძლოა აგრეთვე ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის, კერძოდ, არსებული გზების, მაღალი ძაბვის სადენების, საკომუნიკაციო ანძების, რკინიგზის, სიმბოლოთი გამოსახული ობიექტების ასახვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9