ჭაობის მცენარეების დაუშლელი და ნახევრად დაშლილი მასა, რომელიც გროვდება ჭარბი ტენიანობისას ანაერობულ პირობებში. ეს უკანასკნელი ხელს უშლის ორგანული ნივთიერების დაშლის პროცესებს. შედგენილობის მიხედვით განირჩევა ხავსის, ჭილის, ლერწმისა და სხვათა ტორფი. იგი შეიძლება იყოს ნაწილობრივ მინერალიზებული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.