ნიადაგის ტიპი, რომელიც ხასიათდება ზედაპირიდანვე ტორფიანი ჰორიზონტით, 15 – 30% ორგანული ნაერთების შემცველობით, რომლის ქვეშ განლაგებულია ლებიანი ჰორიზონტი. განასხვავებენ ტორფიან-რკინიან-ლებიან, ტორფიან-არამაძღარეწერიან და ტორფიან-ნეშომპალიან ნიადაგებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.