L. (Fusarium solani (Mart.) Sacc.) ეს დაავადება განსაკუთრებით ვრცელდება შენახვის პირობებში, მინდორში იშვიათად იწვევს ძლიერ დაზიანებას. დაავადების პირველი ნიშნები ტუბერებზე მექანიკური დაზიანების ადგილებში ჩნდება, რომელსაც სოკოს მიცელიუმი მოოქროსფერო ფიფქის სახით ეფინება და იწვევს მის მშრალად ლპობას. ტუბერი გამომშრალი და მუმიფიცირებულია. ოპტიმალური ტემპერატურაა 25 - 30⁰ C, ტენიანობა კი - 50%.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.