მცენარის ფოთლები ბრინჯაოს ფერს ღებულობს. დაავადება პირველად ფოთლებზე ვლინდება წვრილი, წითელი ლაქების სახით, რომლებიც შემდეგ მთელ ფოთოლს ედება. ძლიერი დაავადებისას შესაძლოა ფოთლების დეფორმაცია და ნაწილობრივი დაშლა. გამომწვევი მიზეზი უცნობია, ზოგი მკვლევარი თუთიის მარილების ნაკლებობას ვარაუდობს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.