C

აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აჩ აც ახ
ატმ ატრ

ატმის ცრუფარიანა

L. parthenolecanium persicae
იგი საკმაოდ დიდი ზომისაა და 10 მმ-ს აღწევს. ახალგაზრდა ცრუფარიანას მუქი ყვითელია, ხოლო ხნიერი ცრუფარიანა მოწითალო-მოყავისფროა. ატმის ცრუფარიანა მთელ რიგ კულტურულ, კონტინენტურ და სუბტროპიკულ ხეხილს აზიანებს. ტყის ჯიშებსა და დეკორატიულ მცენარეებს ფოთლებს, ყლორტებსა და გამერქნებულ ორგანოებს უზიანებს.მატლები სახლდებიან და იკვებებიან ფოთლის ქვედა მხარეზე, მთავარი ძარღვის გასწვრივ. ფოთოლი უფერულდება, რასაც ფოტოსინთეზის პროცესის შენელება მოსდევს. დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ძირს ცვივა. ატმის ცრუფარიანა ძლიერი მავნეობით გამოირჩევა მრავალ მცენარეზე, როგორიცაა: ატამი, მანდარინი, ფორთოხალი, თუთა, ვაზი, კომში, იაპონური ზღმარტლი, მსხალი, ვაშლი, გარგარი, ბროწეული, ხურმა, ლეღვი, კაკალი, თხილი, მოცხარი და მრავალი სხვა კულტურული და ტყის ჯიშები. ცრუფარიანა ზამთრობს მატლის ფაზაში. მარადმწვანე მცენარეებზე, ფოთლის ქვედა მხრიდან, მთავარი ძარღვის გასწვრივ, ხოლო ფოთოლმცვენ მცენარეებზე კი გამერქნებულ ორგანოებზე. ატმის ცრუფარიანა დასავლეთ საქართველოში ორ თაობას იძლევა, პირველი თაობის მდედრი კვერცხებს დებს მაისში, ხოლო მეორე თაობა - სექტემბერში. აღმოსავლეთ საქართველოში ატმის ცრუფარიანა ერთ თაობას გვაძლევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9