ყველა წიწვოვანს და ზოგჯერ ფოთლოვნებიც აავადებს. დაავადება იჭრება ფესვებიდან. გადადის ფესვის ყელსა და შემდეგ გულგულში და ალპობს მას. ნაყოფსხეული უვითარდება ფესვებზე. ბრტყელი, თეფშისებური, ხან კი ქუდიან სოკოს ჰგავს. იჭრება ფესვის ჭრილობებიდან და მიწაში მცხოვრები მავნებლებიდან გადადის ერთი მცენარიდან მეორეზე. დამპალი მერქანი დასაწყისში იისფერია, შემდეგ უჩნდება მოთეთრო ლაქები და ალაგ-ალაგ შავი ზოლები, რომლებიც შემდეგ ქრება. ე.ი. ჭრელი სიდამპლე მიიღება. ადგილი აქვს ფიჭისებურ სტრუქტურას. დაავადებული მცენარის მერქნის ფუძიდან ადგილი აქვს ლორწოს დენას და წიწვების გაცვენას ცულის შემოკვრის დროს, არმილარია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.