ზომიერი სარტყლის უდაბნოს ნიადაგები, განვითარებული მარილის მოყვარული მეჩხერი მცენარეულობის ქვეშ. პროფილი შედგება რუხი კარბონატული უსტრუქტურო A ჰორიზონტისაგან (10 – 15 სმ სისქის); მას მოსდევს შემკვრივებული, ხშირად ბიცობიანი B ჰორიზონტი (10 – 25 სმ სისქის), სიღრმეში იგი იცვლება თაბაშირის, ქლორიდების და სულფატების შემცველი ფენებით. ჰუმუსი ამ ნიადაგში 1% - ს არ აღემატება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.