C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფენ ფერ ფეს

ფესვები

ნიადაგების და მათი ცალკეული ჰორიზონტების მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს მცენარეთა ფესვების რაოდენობა და მათი გავრცელების სიღრმე.

ნიადაგების პროფილში ფესვების განაწილების დახასიათებისათვის ადგენენ:

1. ფესვების რაოდენობას

2. ზომებს.

ფესვების რაოდენობის აღწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდგი მაჩვებნებლები:

1. არ არიფესვები-ფესვები არ ჩანს;

2. ერთეული ფესვები 1-2 ფესვი;

3. იშვიათად ფესვები -3-7 ფესვი;

4. ცოტა ფესვი -7 – 15 ფესვი;

5. ბევრი ფესვი - თითოეულ კვადრატულ დეციმეტრზე არის რამდენიმე ფესვი;

6. ხშირი ფესვები ქმნიან ერთიან ქსელს;

7. კორდი-ჰორიზონტის მოცულობის 50% - ზე მეტს ფესვები შეადგენენ.

ფესვების ზომების (მმ) დახასიათებისათვის გამოიყენება შემდეგი მაჩვენებლები:

1. ძალიან წვრილი ფესვები 1-2 მმ;

2. წვრილი ფესვები -2-5 მმ;

3. საშუალო ფესვები -5-10 მმ; 5/ მსხვილი ფესვები - მეტი 10 მმ.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9