C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფენ ფერ ფეს

ფესვის სიდამპლე

L. (Sclerotium Rolfsii Sacc.)
კიტრისა და ბაღჩეული კულტურის ფესვის სიდამპლეს იწვევს ნიადაგში მცხოვრები სახვადასხვა სოკო, რომელთა შორის გამოირჩევიან ფუზარიუმის წარმომადგებლები, რომლებიც არახელსაყრელ პირობებში აზიანებენ ჩითილებს და ახალდარგულ მცენარეებს. დაავადება ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ხნოვანების მცენარეზე. სოკო იჭრება ღეროს წვრილ ნაპრალებიდან, მექანიკურად დაზიანებული ადგილებიდან და ფესვის ბუსუსებიდან. დაავადებული აღმონაცენი ფოთლის ფაზაში ყვითლდებიან. ღეროს პარენქიმული ქსოვილი მურა ფერს იღებს. ღეროსა და ფესვის ყელის დაზიანებული ქსოვილი ხმება ფერის შეუცვლელად. მასობრივი ყვავილობის პერიოდში ფესვის სიდამპლე ქვედა იარუსის ფოთლებს თანდათანობით აყვითლებს და ახმობს. ახალგაზრდა მცენარის ფესვის დაზიანებისას მუქდება ფოთლის წვერი, მთავარ ფესვზე ჩნდება ცალკეული ჩაღრმავებული მოწითალო მურა ლაქები. გვერდითი ფესვები ნაწილობრივ ან მთლიანად კვდება. ფესვის სიდამპლის გამომწვევი ყველა სახეობის საპროფიტები მკვდარი ორგანული ნარჩენებით იკვებება. ავადმყოფობის ინფექვიის წყაროა: ტორფი, ნაკელი, თესლი, სარწყავი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9