C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფენ ფერ ფეს

ფესვის ფუზარიოზული სიდამპლის

გამომწვევი ხორბლის, ჭვავის და ქერის ფესვთა სისტემას აავადებს. დასნებოვნებულ მცენარეზე შეინიშნება მუქი ფერის უბნების წარმოქმნა, რომლებიც დროთა განმავლობაში მურა ფერს იძენენ და ბოლოს პირველადი და მეორადი ფესვების, მიწისქვეშა კვანძთაშორისის და ღეროს ძირის ლპობას იწვევენ. დაავადების განვითარებას ხელს ურყობს ცივი, ტენიანი ამინდი და სუსტი განათება. მცენარის დასნებოვნებისათვის ოპტიმალურ გარემოს 13-200 ტემპერატურა და ნიადაგის 40-80%- იანი ტენიანობა წარმოადგენს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9