ისეთი სასუქები, რომლებისგანაც მცენარე ენერგიულად შთანთქავს კატიონებს, ხოლო ანიონები ამჟავიანებენ ნიადაგის ხსნარს. მათ მიეკუთვნება: ამონიუმის სულფატი, კალიუმის ქლორიდი, კალიუმის სულფატი, აგრეთვე ამიაკური სასუქები, კარბამიდი, ისინი ამჟავიანებენ ნიტრიფიკაციის ბაქტერიების მოქმედებით (ამიაკის დაჟანგვა აზოტმჟავამდე).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.