მეცნიერება, რომელიც ხსნის ქიმიურ მოვლენებს და ადგენს მათ კანონზომიერებებს ფიზიკის პრინციპებისა და ფიზიკური ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენების საფუძველზე. ფიზიკური ქიმიის ძირითადი დარგებია ქიმიური თერმოდინამიკა, ქიმიური კინეტიკა, მოძღვრება კატალიზის შესახებ, კოლოიდური ქიმია, ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი, ელექტროქიმია, ფოტოქიმია, რადიაციული ქიმია, კრისტალთქიმია და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.