მარადმწვანე, ნახევრად პარაზიტული ბუჩქები. მწვანე ხორცოვანი ყლორტები აქვთ. ფოთლები მთლიანია, ტყავისებური, მოპირისპირედ განლაგებული აქვს ერთსქესიანი, წვრილი, მომწვანო, ყვითელი ან თეთრი ყვავილები, რომლებიც შეკრებილია ღეროს ორკაპში. ნაყოფი მრგვალი, 1 – 2 - თესლიანი, წებოვანი კენკრაა, ფერად თეთრი, მოყვითალო, ნარინჯისფერი ან წითელი, პარაზიტობს სხვადასხვა ფოთლოვან და წიწვოვან ხესა და ბუჩქზე. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება - თეთრი ფითრი. უხვად დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1 - მ აღწევს. პარაზიტობს ვერხვებზე, ცაცხვზე, თელაზე, ვაშლზე, მსხალზე სოჭზე და სხვა. დიდ ზიანს აყენებს ხეხილს. შხამიანი ნაყოფი აქვს. ფოთოლი შეიცავს სამკურნალო ნითიერებებს.
მიეკუთვნება Lorantaceae-s ოჯახს. იგი გავრცელებულია მერქნიან ჯიშებზე და ბუჩქოვან მცენარეებზე. ყველაზე ხშირად ავადდება მსხალი, ვაშლი, ფიჭვი, ვერხვი და სხვ. ფითრი სახლდება ღეროებსა და დედა ტოტებზე. ნახევრად პარაზიტია. მას მისაწოვრები ჩაშვებული აქვს მკვებავი მცენარის ტოტებში, ფოთლები მარად მწვანე აქვს. ნაყოფი მრგვალია, თეთრი და გამჭვირვალე, შეიცავს ვისცინს. ყვავილები ერთსქესიანია, ნაყოფი წიპწაა და ერთ თესლს შეიცავს, მწიფდება ზამთარში, ავრცელებენ ფრინველები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.