ვაზის ფესვთა სისტემის ძლიერ საშიში მავნებელია. ის ამერიკიდან გავრცელდა და ევროპაში მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან გაანადგურა ვენახების 70%, საქართველოში დაფიქსირებულია 1881 წლიდან. ფილოქსერა მონოფაგი მავნებელია, მას მწუწნი პირის ორგანო აქვს, აზიანებს ვაზის ფესვთა სისტემას, რის შედეგადაც წყდება მცენარეში საკვების მიწოდება მცენარეში საკვების მიწოდება და სუსტდება მისი ზრდა-განვითარება. ხშირად მცენარე ხმება. ფილოქსერა ორი სახისაა - ფესვის და ფოთლის. ფესვის ფილოქსერა აზიანებს ფესვებს, ფოთლისა კი ფოთლებს, ნორჩ ყლორტებსა და ულვაშებს. ნორჩი ფესვების დაზიანებისას მასზე ვითარდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.