სიტუაცია, რომელიც შექმნილია გარკვეულ ტერიტორიაზე განსაკუთრებულად საშიში მავნე ორგანიზმების მასობრივი გამრავლების და (ან) გავრცელების შედეგად, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ან გამოიწვია ადამიანების, გარემომცველი ბუნებრივი გარემოს დაზიანება, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგები და ძვირფასი მერქნიანი ხის ჯიშების დაზიანება, ასევე მიაყენოს ზარალი მცენარეული წარმოშობის მზა პროდუქციას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.