ცალკეული საორგანიზაციო, ადმინისტრაციული, სპეციალური, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მცენარეზე გარემო ფაქტორების მავნე მოქმედების აღმოფხვრის ან შემცირებისაკენ, საკარანტინო ობიექტების კერების ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციისაკენ, მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებლების, დაავადებათა გამომწვევების და სარეველა მცენარეების გამრავლების ან გავრცელების თავიდან აცილებისაკენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.