C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფიზ ფით ფილ ფის ფიტ ფიქ ფიჭ

ფიტოფტორა

L. (Phytophthora infestans (M.) De Bary)
განსაკუთრებით ძლიერ აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს (კარტოფილი, პამიდორი, პეტუნია). იშვიათად ავადდება ბადრიჯანი და წიწაკა. ასნებოვნებს, აგრეთვე აბუსალათინს, წიწიბურას, მარწყვს. დაავადების ძირითადი საშიშროება – მისი სწრაფად გავრცელებაა. დაავადება იწვევს ფოთლების, გორგლების დაზიანებას. თავდაპირველად სიმპტომები ვლინდება ფოთლებსა დაღეროებზე: ფოთლების კიდეებიდან სიღმისაკენ მკრთალ-მოყვითალო და შემდეგ მუქი ყავისფერი ლაქები წარმოიქმნება. ნესტიან ამინდში ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ფერის ფიფქი. ლაქები სწრაფად დიდდება ხელსაყრელ პირობებში. ხშირი წვიმებისა და თბილი ამინდების დროს. კარტოფილის ღერო, ფოთლები მთლიანად ხმება და მარტო გამხმარი, გაშავებული ტანი რჩება. როცა მცენარის მწვანე ნაწილი მთლად გადახმება, ტუბერის განვითარება წყდება, ახალი არ ვითარდება და მოსავალი მთლიანად იღუპება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9