მიკოპლაზმები სპეციფიკური ჯგუფის პათოგენური ორგანიზმებია, რომელთაც ვირუსებსა და ბაქტერიებს შორის გარდამავალი მდგომარეობა უკავიათ. გავრცელების ფოტმისა და მავნეობის ხასიათის მიხედვით. მიკოპლაზმური დაავადებები ვირუსულ დაავადებებს ემსგავსებიან, ხოლო სხეულის აგებულებით და გამრავლების ფორმით - ბაქტერიებს. დაავადების დამახასიათებელი ნიშნებია ზრდის შეჩერება, მცენარის გამრავლების და სანაყოფე ორგანოების დეფორმაცია, ფერის შეცვლა და ა.შ. დაავადების გავრცელება ხდება ისე როგორც ვირუსულის, უმთავრესად მწუწნი მწერების საშუალებით. მიკოპლაზმური დაავადებებია თუთის ფოთლის ხუჭუჭა წვრილფოთლიანობა, ციტრუსაბის ნაყოფების სიმწვანე, პომიდვრის, კარტოფილის, ბოსტნეული კულტურებისა და დეკორაციული მცენარეების სიყვითლე და ა.შ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.