C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფიზ ფით ფილ ფის ფიტ ფიქ ფიჭ

ფიჭვის ფელინუსი

L. (Phellinus pini (Trametes pini)
ძირითადად ფიჭვის პარაზიტია. აქვს ჩლიქისებრი პატარა, იშვიათად ქუდისებრი ნაყოფსხეული, რომლის ზედაპირი ბორცვიანია. ყავისფერია, გამაგრებული, კიდე მსხვილია და შავი. ჰიმენოფორი ყავისფერია, მოკლე მილებს შეიცავს. ბაზიდიოსპორები ელიფსურია, მოყვითალო ან უფერული. ნაყოფსხეული მრავალწლიანია. იჭრება მექანიკურად დაზიანებული ადგილიდან, იწვევს გულგულის დაშლას და ფიჭისებურ სიდამპლეს. გვხვდება ხნიერ ხეებზე ძირითადად.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9