C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფოთ ფომ ფორ ფოს ფოტ

ფოთლის ბეწვიან ცხვირგრძელა

L. (Polydrusus inustus Ger.)
ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მარწყვთან ერთად აზიანებს ვაშლს, მსხალს, კომშს, კურკოვან კულტურებს, ტყის კულტურებს, ჟოლოს, ხენდროს. მარწყვს ხოჭო და მატლი აზიანებს. ხოჭოები იკვებებიან ფოთლებით, რომლებსაც ნაპირიდან ხერხისებურად ღრღნიან. აზიანებენ ყვავილის ყუნწსაც. მატლი ნიადაგში ცხოვრობს, აზიანებს მხოლოდ ფესვს, რომელსაც გადაღრღნის; იქვე, მიწის პატარა აკვანში ჭუპრდება. ბუნებაში ხოჭოების გამოჩენა შეინიშნება შუა აპრილიდან, დღისით ხოჭოები იმალებიან დაფარულ ადგილებში. ჭუპრიდან გამოსული ხოჭო 10-15 დღის შემდეგ იწყებს კვერცხების დებას ფოთლის ქვედა მხარეზე, ჯგუფურად - 60 – 150 ცალის ოდენობით, იშვიათად ერთეულების სახით. ხოჭოების პროდუქცია 130-სა და 930-ს შორის მერყეობს, კვერცხის დება 22-74 დღის განმავლობაში გრძელდება. ცხვირგრძელა ნიადაგში ზამთრობს 6-8 სმ-ის სიღრმეზე მე-4, მე-5 ასაკის მატლის ფაზაში. წელიწადში ერთი გენერაცია აქვს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9