L. (Taphrina deformans Tul) აღინიშნა, როგორც სადედეში ისე სანერგეში. სოკო ნუშის ფოთლების სიხუჭუჭეს იწვევს. ერთ წლიანი ტოტების წვერის ფოთლები ძლიერაა დახუჭუჭებული. ფოთლის ფირფიტა საღ ფოთოლთან შედარებით გასქელებულია, ზედა მხარეზე ამობურცულია. დაავადებული ფოთლები ხმება და ნაადრევად ცვივა მცენარის ვეგეტაციის პერიოდში მეორედ უხდება შეფოთვლა, რაც უარყოფითად მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.