C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფოთ ფომ ფორ ფოს ფოტ

ფოსფორიანი სასუქები

მინერალური და ორგანული ნივთიერებები, გამოყენებული მცენარის კვების წყაროდ. ფოსფორიანი სასუქებია: ფოსფორიტის ფქვილი, სუპერფოსფატი, ორმაგი სუპერფოსფატი, პრეციპიტატი, თომას წიდა, თერმოფოსფატი, ძვლის ფქვილი, რომელთა ნედლეულს წარმოადგენს აპატიტი და ფოსფორიტი, ორგანული სასუქები (ნაკელი, ტორფ-ფოსფორიტიანი, ნაკელ-სუპერფოსფატიანი, ნაკელ-ფოსფორიტიანი კომპოსტი) ფოსფორის გარდა შეიცავს სხვა ელემენტებსაც.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9