ფოსფორბაქტერინი ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებების დამშლელი ბაქტერიაა. ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში ფოსფორბაქტერინის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ფოსფორბაქტერინი ნიადაგში შეიტანება თესვის დროს თესლთან ერთად. თესლის ბაქტერიზაცია ხდება მზისგან დაცულ ადგილას, ჩრდილში დათესვამდე 2 – 3 საათით ადრე. ფოსფორბაქტერინი მაღალ შედეგს იძლევა ტორფიან, ნეშომპალა კარბონატულ- კორდიან - ეწერიან ტიპის და შავმიწა ნიადაგებში. ორგანული ნიადაგებით ღარიბ ნიადაგებზე იგი გამოყენებულ უნდა იქნეს ორგანული სასუქების შეტანის შემდეგ ან მწვანე სასუქების ჩახვნისას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.