C

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ ფქ
ფოთ ფომ ფორ ფოს ფოტ

ფოტოსინთეზი

უმაღლესი მცენარეების, წყალმცენარეებისა და მაფოტოსინთეზებელი ბაქტერიების მიერ სინათლის კვანტის ენერგიის გარდაქმნა ქიმიურ ბმათა ენერგიად. ამ ენერგიას შთანთქავენ ქლოროფილი და სხვა პიგმენტები. ფოტოსინთეზის პროცესში მცენარე ჰაერიდან შეითვისებს СO₂ და ფოთოლში არსებული წყლის დაშლის შედეგად გამოყოფს თავისუფალ ჟანგბადს. ამ დროს წარმოიქმნება ორგანული შენაერთები, რომლებიც საკვებად ხმარდება თვით მცენარეს და მთელ ცხოველთა სამყაროს. ფოტოსინთეზი ერთადერთი ბიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება ცოცხალი სისტემის თავისუფალი ენერგიის ზრდა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9