ძირითადად აღინიშნა სანერგეში. დაავადების გამომწვევი სოკო პოლიფაგია. იგი ძირითადად აზიანებს სანერგეში ნერგის ფესვის ყელს. გამხმარ ნერგებზე აღინიშნა ფესვის ლპობა. ფუზარიოზის გავრცელებას ხელს უწყობს ჭარბი ტენიანობა და როცა საძირეები ძლიერ შემჭიდროვებული კვების არეზეა დათესილი. ფუზარიოზის გავრცელება საძირეზე დიდი ზიანს აყენებს კაკლის ნამყენ ნერგს. კაკლის მყნობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საძირეების სიჯანსაღეს და ამოღების დროს ფესვების დაზიანების ხარისხს. ფესვების დაზიანებისას შესაძლებელია ფუზარიოზის ინტენსიური გავრცელება. ფუზარიოზი - დაავადება, გამოწვეული სოკოებით fusarium-ის გვარიდან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.