L. (Fusarium culmorum Sacc., F. avenaceum Sacc., F. oxysporum Schlecht.) ფუზარიული სიდამპლე საქართველოში გავრცელე ბულია ყველგან, მაგრამ უფრო ინტენსიურად ვითარდება მაღალი ტენიანობის პირობებში. დაავადებულ მცენარეებზე აღინიშნება მოგრძო, მუქი ფერის ლაქები, ადგილი აქვს პირველადი და მეორადი ფესვების ლპობას, რაც აღმონაცენის შემცირებას იწვევს. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს გრილი და ტენიანი ამინდი. სოკო მცენარეულ ნარჩენებზე იზამთრებს ნიადაგში მიცელიუმის, სკლეროციების და ქლამიდოსპორების სახით.მცენარეთა ვეგეტაციის დროს სოკო კონიდიუმით ვრცელდება. მცენარეთა დაავადება შეიძლება მოხდეს ნიადაგში 1–დან 350 C-მდე პირობებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.