ფუმიგანტის აქროლადობა განისაზღვრება პესტიციდის იმ მაქსიმალური რაოდენობით, რომელიც გაზისებრ მდგომარეობაში გადადის ფართობის ერთეულზე მოცემულ ტემპერატურასა და წნევაზე. იგი პირდაპირ პროპორციულია ჰაერის (ფუმიგანტის ყოფნის არეში) ტემპერატურისა და უკუპროპორციულია ფუმიგანტის ორთქლის დრეკადობისა და დუღილის ტემპერატურისა. ამასთან, გარკვეულ დროში, მოცემული ზედაპირიდან აქროლებული ფუმიგანტის საერთო რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია ფართობის სიდიდისა და უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია იმ სათავსის სიმაღლის, რომელშიც იგი ვრცელდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.