ფუმიგანტის შეჭრა საფუმიგაციო მასალის სქელ ფენაში განპირობებულია მისი დიფუზიის სიჩქარით, უკანასკნელი კი პირდაპირ დამოკიდებულებაშია ფუმიგანტის ტემპერატურასთან (მოცემულ მომენტში) და მისი ორთქლის დრეკადობასთან, ხოლო უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია არეს (საფუმიგაციო მასალის სიმკვრივე) წინააღმდეგობასთან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.