ასეთი ტიპის ფუნგიციდები აჯანსაღებენ დაავადებულ მცენარეებს ავადმყოფობის გამომწვევ სოკოვან ორგანიზმებზე უშუალო ტოქსიკური მოქმედებით. მათ მიეკუთვნება ის ფუნგიციდებიც, რომლებიც სპობენ ინფექციის მარაგს და არ აძლევენ მათ საშუალებას მოხვდნენ ვეგეტირებადი მცენარის სხვადასხვა ორგანოს ზედაპირზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.