ამ ნიადაგებში შთანთქმის კოეფიციენტში შედის Ca++, Mg++, Na+. ფუძეებით მაძღრობის ხარისხი ნიადაგისა - გაცვლითი კატიონების ჯამის შეფარდება იმავე კატიონების ჯამთან და ნიადაგის ჰიდროლიზურ მჟავიანობასთან. განისაზღვრება ფორმულით V=S/(S+H) სადაც S არის გაცვლითი ფუძეების ჯამი, H - ჰიდროლიზური მჟავიანობის (მგ/ეკვ 100გ ნიადაგში).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.