მინერალი, კვარცის ნაირსახეობა. ბოჭკოვანი აგებულებისაა. ნიადაგში გვხვდება უსწორმასწორო ნატეხების სახით. შეიძლება იყოს ბიოგენური გენეზისის, სილიცუმგელის კრისტალიზაციის პროდუქტი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 7, სიმკვრივე 2650 კგ/მ³.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.