C

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს
ქან ქარ

ქანები

დედამიწის ქერქის ამგებ მინერალთა აგრეგატი (მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც ქმნის დამოუკიდებელ გეოლოგიურ სხეულს. ქანი სხვადასხვა შედგენილობის მინერალების მექანიკური ერთობლიობაა. თითოეულ ქანს ახასიათებს მინერალური შედგენილობის (ქანთმაშენი მინერალების პროცენტული შეფარდება) მეტნაკლები მუდმივობა. ქანები ერთმანეთისაგან განსხვავდება აგრეთვე სტრუქტურით, ტექსტურითა და ფიზიკური თვისებებით (სიმკვრივე, სხვადასხვა მექანიკური, თბური, ელექტრული, მაგნიტური და სხვა თვისებები). წარმოშობის მიხედვით გამოიყოფა ქანების 3 ძირითადი ჯგუფი: მაგმური ქანები, დანალექი ქანები და მეტამორფული ქანები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9