მინერალებისა და ქანების სახეცვლისა და დაშლის პროცესი დედამიწის ზედაპირზე მოქმედი ფიზიკური, ქიმიური და ორგანული აგენტების გავლენით. დაშლის შედეგად წარმოიქმნება გამოფიტვის ქერქი, რომელიც დაუშლელი ქანებისაგან განსხვავდება თავისი შედგებილობებით. ცნობილია მექანიკური, ანუ ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური გამოფიტვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.