C

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს
ქემ ქერ

ქერის ბუგრი

L. (Diuraphis noxia Mord.)
რომელიც ამჟამად ხორბლის რუსული ბუგრის სახელითაა ცნობილი, ფარულად ცხოვრობს, წუწნის ფოთლის ფუძესთან, რის შედეგადაც ფოთოლო სიგრძივ იგრიხება. ძირითადად აზიანებს ხორბალს, ქერს. მარცვლოვანთა ფოთლის ბუგრი არამიგრაციული სახეობაა; ზამთრობს კვერცხის სახით, საშემოდგომო ჯეჯილზე, ველურ მარცვლოვნებზე, ძირნაყარზე. გაზაფხულიდან პართენოგენეზურად, ცოცხლად შობით მრავლდება. შემოდგომაზე გამოგენეზური თაობა წარმოიქმნება, რომლის მდედრიც განაყოფიერებულ კვერცხებს დებს, ისინი იზამთრებენ. წელიწადში აქვს 15 თაობამდე. მეტი ზიანი მოაქვს გვალვიან წლებში. ბუგრების გამრავლების შემზღუდველი ფაქტორებია მათი ბუნებრივი მტრები: ჭიამაიები, ოქროთვალურები, მტაცებელი ბუზები, პარაზიტები, რომლებიც ხელსაყრელ პირობებში მნიშვნელოვნად ამცირებენ მათ რაოდენობას. ბრძოლის ღონისძიებები; თესლბრუნვა, სასუქების დროულად შეტანა, ნიადაგის დამუშავება მოსავლის აღების შემდეგ, კარგია სისტემური მოქმედების ფოსფორორგანული პრეპარატების გამოყენება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9