ნიადაგის ზედაპირზე მდინარის, წვიმის ან სარწყავი წყლით დაფარვის შემდეგ გაშრობის შედეგად წარმოქმნილი თხელი ფენა, რომელიც აძლიერებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას, ხელს უშლის ნიადაგში ჰაერის მოძრაობას, ზღუდავს ბიოქიმიურ პროცესებს. ამით ხელი ეშლება თესლის აღმოცენებას, ხოლო უკვე აღმოცენებულ მცენარეს იგი ფესვის ყელზე უჭერს და ახშობს. ნიადაგური ქერქის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ღონისძიებაა გაფხვიერება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.