დანალექი ქანი, რომელიც შედგება თიხოვანი, კარბონატული, კაჟმიწოვანი ან სხვა შედგენილობის მასალით შეცემენტებული ქვიშის მარცვლებისაგან. მარცვლის სიდიდის მიხედვით განარჩევენ: წვრილმარცვლოვან (0,1-0,25 მმ), საშუალომარცვლოვან (0,25- 0,5 მმ) და მსხვილმარცვლოვან (0,5 მმ) ქვიშაქვებს; მინერალური შედგენილობის მიხედვით — მონო და პოლიმინერალურ ქვიშაქვებს. სიმკვრივე 2250-2670 კგ/მ³, ფორიანობა — 0,69-6,7 %, წყალშანთქმა 0,63-6,0 %, ცეცხლგამძლეობა — 1700°C-მდე. ჩვეულებრივ იყენებენ საშენ მასალად. კვარციან ქვიშაქვას კი, რომელიც შეიცავს 95%-ზე მეტ SiO₂-ს - მინისა და ცეცხლგამძლე მასალების წარმოებაში, ფერად მეტალურგიაში და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.