ფართოდ გავრცელებული სახეობა, დიდი ზარალი მოაქვს მთელ საქართველოს მევენახეობის რაიონებისათვის. გარდა ვაზისა ძლიერ აზიანებს ვაშლს, ალუჩას, თხილს, წაბლს, ქლიავს და სხვ. ვაზს ძირითადად უზიანებს ფოთლებს რომლებიც ნაადრევად ცვივა. გამოზამთრებული ტკიპა გაზაფხულზე ჯერ ახლადგაშლილ კვირტებს აზიანებს, შედეგ კი ფოთლებსა და ყლორტებს. დაზიანებული ყლორტები მთლიანად შავდება და იღუპება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.